ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აკრძალვა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, სენატორების თხოვნის შემდეგ გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების დაბლოკვის შესახებ შეცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი განმარტავს, სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის კორუმპირებულობის გამო მიიღო.
„უკრაინა ცნობილია უზარმაზარი კორუფციით. ფაქტობრივად, შეფასებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. არ შემიძლია ფულის მიცემა ქვეყნისთვის, რომელიც კორუმპირებულია“,_ განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ უკრაინის დასახმარებლად.