ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რეპერი SNOOP DOGG ახალი მუსიკალურ კლიპის BADBADNOTGOOD-ის გამო, უნდა დააპატიმრონ. აღნიშნულ ინფორმაციას INDEPENDENT ავრცელებს.
„წარმოგიდგენიათ, როგორი კარიერა ექნებოდა SNOOPDOGG-სობამასთვისრომესროლა?“_ამის შესახებ მაუწყებლის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.
როგორც ცნობილია, არტისტი უკვე გააკრიტიკეს ახალი კლიპის გამო,რადგან, ის ესვრის პერსონაჟს, რომელიც ტრამპს განასახიერებს.
როგორც პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა, მიშელ კოჰენმა განაცხადა, ვიდეოთი შოკირებულია.
„ეს სამარცხვინოა. SNOOP-მაპრეზიდენტს უნდა მოუბოდიშოს“,_ამბობს კოჰენი.
ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო კი მიიჩნევს, რომ SNOOP ასე არ უნდა მოქცეულიყო.
„ამერიკაში ადრე უკვე მოკლეს პრეზიდენტი და ამ საკითხთან დაკავშირებით ხალხმა უნდა იფრთხილოს“,_ამბობს სენატორი.
როგორც რეპერმა BILLBOARD-ს განუცხადა ის ვიდეოთი გამოწვეულ რეაქციებს ყურადღებას არ აქცევს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როცა კლიპისსრულყოფისთვის რამე მაკლია, ვცდილობ, ის ყალბით შევავსო. ვგრძნობ,რომ ხალხს მოსწონს და დროს ატარებენ კარგი ჩანაწერის მოსმენით, სინამდვილეში კი, კლიპშიპრეზიდენტის მკვლელობა, რომელიც რეალურად მასხარაა, არავის ადარდებს“,_ამბობს რეპერი.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცნობია ნახა თუ არა პრეზიდენტმა SNOOP DOGG-ის კლიპი, მაგრამ როგორც ცნობილია, მან რჩევისთვის INFOWARS-ის დამფუძნებელს, ალექს ჯონსს დაურეკა, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სელებრითების გასაკრიტიკებლად „ტვიტერს“ ხშირად იყენებს.






























































