ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ანა ხარებავა, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული სიის მესამე ნომერი იყო, პარტიას ტოვებს.
“მოგეხსენებათ, რომ ვიყავი პარტია ,,საქართველოსთვის” აქტიური წევრი. წარმოვადგენდი პარტიული სიის მესამე ნომერს. იმედი მქონდა, ზემოთ აღნიშნული პარტია შეცვლიდა ბევრ რამეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. თუმცაღა პარტია ,,საქართველოსთვის” მხრიდან შეინიშნება პოლიტიკური ალიანსი რადიკალურ ოპოზიციასთან (ნაცებთან), ასევე, ელემენტარული აქტივზე ხელფასებიც არ გაცემულა და სხვა ბევრი ნიუანსები.
შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,საქართველოსთვის” და საერთოდ ვემიჯნები პოლიტიკას”,_ წერს სოციალურ ქსელში ანა ხარებავა.