ჩინეთში ცხელ წყალს პანაცეად თვლიან: ხასიათს აუმჯობესებს, საჭმლის მომნელებელი სისტემა მოჰყავს ნორმაში, ორგანიზმიდან გამოჰყავს ლორწო, მაღალ ტემპერატურას დაბლა სწევს, ორგანიზმს აახალგაზრდავებს.
ცივი წყლის ნაცვლად, ცხელი წყლის დალევას ჩინელები ბავშვობიდან ეჩვევიან. ჩინური ხალხური მედიცინის მიხედვით ცხელი წყლის მიღებით ადამიანი ინისა და იანის ენერგიების ბალანსს აღადგენს. ცხელი წყლის მიღება საჭირია მცირე ულუფებით, დილიდან, მთელი დღის განმავლობაში, უმჯობესია მჯდომარე მდგომარეობაში. მოცულობა დაახლოებით 2 ლიტრი დღეში, შეიძლება ცოტა მეტიც.
მეცნიერების, და არამარტო ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, ცხელი წყლის დალევა სასარგებლოა – ზომიერად ცხელ (+40…+50 გრად) წყალს კარგად გამოაქვს ტოქსინები, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, აფართოვებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კანს, თმის ხარისხს, აწყნარებს ნერვებს, ზოგადად აუმჯობესებს მდგომარეობას გაციებისა და თავის ტკივილის დროს.

































































