ხაჭოს რეგულარული მოხმარება ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუმჯობესებს. საუბარია 100–200 გრამიან მოკრძალებულ დოზებზე, ამიტომ ასეთი საკვებიდან სარგებლის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც დიეტაზეა.
ხაჭო შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილებისთვის, ასევე შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, თუთიას, სელენს, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
აღსანიშნავია ხაჭოს ისეთი კომპონენტი, როგორიცაა ამინომჟავა მითეონინი. ეს ნაერთი ანელებს ცხიმოვანი ქსოვილების წარმოქმნას ორგანიზმში.
ხაჭოში 9%–იანი ცხიმის შემცველობა ოპტიმალური რაოდენობაა. ამ შემთხვევაში ხაჭო საკმარისად ნოყიერია შიმშილის დასაკმაყოფილებლად, აქვს აუცილებელი მიკროელემენტების სრული ნაკრები და შედარებით ცოტა კალორია.
ხაჭოში შემავალი ნივთიერება ტრიპტოფანი ეხმარება მათ, ვისაც უძილობა აწუხებს. მოულოდნელად, ეს მარტივი ფერმენტირებული რძის პროდუქტი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც საძილე საშუალება.
































































