ეხმარება გულს მუშაობაში – ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მასში შემავალ ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას, დადებითი ზეგავლენა აქვს გულის კუნთის მუშაობაზე. იგი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლთარღვთა კედლებს.
თირკმელების დაავადებების დროს – შავი ქლიავის ჩირი იმაზე ორჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ისპანახი ან ბანანი. სწორედ კალიუმის წყალობით რეგულირდება თირკმლის მუშაობა. მისი ყოველდღე მიღება თავიდან აგარიდებთ შარდკენჭოვან დაავადებებს.
ბუნებრივი ანტიბიოტიკი – იგი ხელს უშლის პათოგენური და მავნე ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრას. მისი ჭამა სასარგებლოა, ინფეციების თავიდან ასაცილებლად.
ძლიერი ანტიოქსიდანტი – იგი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ყოველდღე ჭამა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ან მუშაობენ.
სიმსივნის პროფილაქტიკა – შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. იგი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი. ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.
ხელს უწყობს წონის დაკრგვას – იგი შეიცავს უამრავ ბოჭკოვნებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისთვისაა საჭირო. ხელს უწყობს ცხიმის დაწვას. მისი ჭამის შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და აღარ მოგშივათ. ერთ-ერთი ყველაზე დაბალკაროლიური ხილია. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ თქვენს რაციონში. მაღალკალორიული ტკბილეულის ნაცვლად ქლიავის ჩირი მიირთვით.