https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ უპირისპირდება ერთმანეთს გამგეობის სამსახური და საკრებულოს კომისია

9:05; 1.05.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ბოლო სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს თამარ ფირცხალაიშვილსა და საკრებულოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძეს შორის.

ფირცხალაიშვილსა და ბიწაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი მოქალაქე თამარ ჭეიშვილის ის განცხადებაა, რომლითაც მან მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში გამგეობის სოციალურ სამსახურს მიმართა. ის დისთვის, აწ გარდაცვლილი მადონა ჭეიშვილისთვის, საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსებას ითხოვდა, თუმცა, მას ამ დახმარებაზე უარი ეთქვა. გამგეობის სოციალური სამსახურის არგუმენტით, ვინაიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლის მისამართად დაფიქსირებული იყო თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა, იგი ვერ მიიღებდა დაფინანსებას “სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამიდან”.

“გურია ნიუსთან” საუბარში გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დასძენს, რომ მან თამარ ჭეიშვილს ერთჯერადი დახმარების პროგრამიდან შესთავაზა დახმარება, თუმცა ქალბატონმა თამარმა უარი განაცხადა.

არგუმენტი კი, რომლითაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური სამსახური ასაბუთებდა დახმარებაზე უარს, ეთიკის კომისიისთვის, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით სწავლობდა თამარ ჭეიშვილის განცხადებას აწ გარდაცვლილი მადონა ჭეიშვილისთვის საოპერაციო ხარჯების თანადაფინანსებაზე უარის თქმის შესაძლო სამართლებრივი მოტივის დადგენასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების გაჩენის საფუძველი შეიქნა. კომისიამ განცხადების შესწავლის პროცესში კითხვებით მიმართა გამგეობის სოციალურ სამსახურს:

 “1. თუ საცხოვრისის მისამართი იყო უარის თქმის მიზეზი, რატომ დაჭირდა თქვენს სამსახურს პასუხის მოსამზადებლად და გასაგზავნად 11 კალენდარული, მათ შორის რვა სამუშაო დღე? 2. თუ თქვენს სამსახურს მიაჩნია, რომ თამარ ჭეიშვილის ოჯახი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, არ არის ლანჩხუთის მცხოვრები, მაშინ რატომ გაეგზავნა მიმდინარე წლის 16 თებერვალს თქვენი სამსახურის წერილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, კოსტავას ქუჩა #62-ში მცხოვრებ თამარ ჭეიშვილს, როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს?”

გარდა ამისა, ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იმითაც ინტერესდებოდა, თუ რატომ არ გადაეცა ბენეფიციარს, თუნდაც უარყოფითი პასუხი, დაუყოვნებლივ გონივრულ ვადაში?

ეთიკის კომისიის კითხვების პასუხად სოციალური სამსახური განმარტავს: “სამსახურში მოქალაქე ჭეიშვილის განცხადება შემოვიდა მიმდინარე წლის 7 თებერვალს, სამსახურის მიერ პასუხი მომზადდა მიმდინარე წლის 16 თებერვალს. აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შვიდი თებერვლის ჩათვლით (ხუთ სამუშაო დღეში) სამსახურში შემოსულია 103 წერილი და განცხადება, რომელიც ასევე საჭიროებს შესწავლას და შესაბამისი პასუხის მომზადებას. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაციების შესწავლა-დამუშავების შემდგომ და კორესპონდენცია გაიგზავნა განმცხადებლის მიერ მითითებულ მისთვის სასურველ მისამართზე”.

ამასთან, “გურია ნიუსთან” საუბრისას თამარ ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ თამარ ჭეიშვილს, ლანჩხუთის მისამართზე მიმდინარე წლის 23 მარტს გაეგზავნა წერილი, სადაც დეტალურად იყო განმარტებული, თუ რა საფუძვლებით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღებისას სამსახურმა, თუმცა, ეს წერილი უკან დაბრუნდა.

ფირცხალაიშვილის თქმით, ეს უკან დაბრუნებული წერილი, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, შიდა აუდიტის სამსახურს გადასცა შესასწავლად. სოციალური სამსახურის უფროსმა 13 აპრილს წერილით მიმართა შიდა აუდიტის სამსახურს და თხოვა განმარტების გაკეთება, საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში რამდენად შესაბამისობაშია სამსახურის მიერ მომზადებული პასუხი საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტთან.

ფირცხალაიშვილის პასუხად შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 24 აპრილით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ თამარ ჭეიშვილისთვის სამკურნალო-საოპერაციო თანხით დახმარების გაცემასთან დაკავშირებით სოციალური სამსახურის ქმედება კანონიერია. აქვე ნათქვამია, რომ “საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამა სრულად ვერ პასუხობს რაიონში რეგისტრირებული და დროებით საცხოვრებლად სხვა რეგიონში მყოფ პირებს, რომლებიც ვერ იღებენ დახმარებას, რადგან რეგისტრაციის ადგილი ლანჩხუთის რაიონია. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნულ პროგრამაში ცვლილებების გახორციელება, რათა დროებით საცხოვრებელი ადგილიდან დახმარებაზე ოფიციალურად უარის თქმის შემთხვევაში, დახმარების გაცემა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან”.

 რაც შეეხება ეთიკის კომისიის 24 მარტით დათარიღებულ დასკვნას, რომელიც მან თამარ ჭეიშვილის განცხადების შესწავლის შემდეგ დადო, ვკითხულობთ: “საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამგეობის სოციალურ სამსახურს გაეგზავნა სავსებით ლეგიტიმური კითხვები, რომლებზეც სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ არათუ დამაჯერებელი, არამედ სამართლებრივად სწორი პასუხები”.

გარდა ამისა, ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ მადონა ჭეიშვილი თბილისში დროებით სამკურნალო მიზნით იმყოფებოდა და ეს სამკურნალო-საოპერაციო ხარჯების დაფინანსების დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ ჩაითვლებოდა. აქვე ნათქვამია, რომ გამგეობის სოციალურ სამსახური კეთილი ნებისა და კანონის დაცვის შემთხვევაში, ადვილად დარწმუნდებოდა, რომ მოქალაქე მადონა ჭეიშვილი იყო რეგისტრირებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კოსტავას ქუჩა #62-ში. კომისიის დასკვნით, ამის გადამოწმება დასახელებულ სამსახურს ადვილად შეეძლო თუ გამოითხოვდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამის განცხადებას, ან ბენეფიციარის მონაცემებს გადაამოწმებდა ერთიან ამომრჩეველთა ბაზაში.

“დადასტურებულია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის განკარგულება სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ, არ აძლევდა უფლებას გამგეობის სოციალურ სამსახურს უარი ეთქვა განმცხადებლისთვის, რადგან მას გამგებლის სახელზე დოკუმენტაცია შეტანილი ჰქონდა “ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის და მიღების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის #1 დადგენილების მოთხოვნის სრული დაცვით. საკრებულოს დადგენილება ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია, ხოლო საკრებულოს განკარგულება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.

აქედან გამომდინარე, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დაკმაყოფილდეს თამარ ჭეიშვილის განცხადება და აუნაზღაურდეს სამკურნალო დაწესებულებას შესაბამისი ხარჯები არსებული წესის თანახმად,” _ ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში, რომელსაც ხელს რომან ბიწაძე აწერს. აქვე მითითებულია, რომ გამგებელმა დროული რეაგირება მოახდინოს შესაბამისი სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

რომან ბიწაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოქალაქე ჭეიშვილის განცხადება, რომელმაც მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას ოპერაციის თანადაფინანსების თანხის თხოვნით, სოციალურმა სამსახურმა გამგებლის გვერდის ავლით განიხილა:

 “ეს განცხადება სამსახურმა გამგებლის გვერდის ავლით განიხილა, არადა, გამგებელთან კომისიაა შექმნილი და როცა დაჭირდებათ, მსგავს საკითხებს კომისიურად განიხილავენ. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი ამ კომისიას არ განუხილავს.

აუდიტის სამსახურს პირდაპირ გადაწერილი აქვს სოციალური სამსახურის აბზაცი, რომ იხელმძღვანელა საკრებულოს განკარგულებით დამტკიცებული პროგრამებით. თანხის გაცემა არა პროგრამის, არამედ წესის მიხედვით ხდება. წესი კი საკრებულოს დადგენილებით გვაქვს მიღებული, რაც გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე განკარგულება. დადგენილება იანვარშია მიღებული, განკარგულება კი _ დეკემბერში. კანონის შესაბამისად, როცა ერთ და იმავე საკითხს სხვადასხვანაირად განიხილავს კანონქვემდებარე აქტი, მაშინ უპირატესი უფლება გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტს გააჩნია. მეტიც, იერარქიულად დადგენილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე _ განკარგულება. რა დონეზე უნდა ილაპარაკო აქ, არ ვიცი, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, საქმის კურსშია გამგებელიც და ვიმედოვნებ, შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს ამ საკითხთან დაკავშირებით,” _ ამბობს ბიწაძე.

ბიუროზე მომხდარი ფაქტის შემდგომ, სოციალური სამსახურის უფროსმა წერილობით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს გოგი ხელაძეს, სადაც ითხოვს, რომ მისი მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუროს წევრებს გაეცნოთ:

“რომან ბიწაძის მიერ მოქალაქე თამარ ჭეიშვილის დისთვის _ მადონა ჭეიშვილისთვის სამკურნალო და საოპერაციო თანხით დახმარებაზე გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ უარის პასუხი შეფასდა არაკომპეტენტურად, სამსახური და პირადად მე დამადანაშაულა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი არაკომპეტენტური პასუხის გაცემაშიც. რომან ბიწაძემ ბიუროს წევრების წინაშე მომაყენა შეურაცხყოფა და არაკომპეტენტური და მატყუარა მიწოდა, მიუხედავად ჩემი განმარტებისა, რომ საკითხის შესწავლის მიზნით, პირადი ინიციატივით მივმართე შიდა აუდიტის სამსახურს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატისთვის გაგზავნილი წერილი, ასევე შიდა აუდიტის სამსახურის წერილი ცხადჰყოფს, რომ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და ჩემი სამსახურის და პირადად ჩემს მიმართ კომისიის ხელმძღვანელის მხრიდან შეურაცხყოფა ეთიკის ნორმებს სცილდება. ჩემი 10 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში, ჩემი როგორც რიგითი, ასევე, როგორც სამსახურის უფროსის მხრიდან არასდროს არავის მიმართ არ ჰქონია ადგილი შეურაცხყოფას.

გთხოვთ, ჩემი მოხსენებითი ბარათი და შიდა აუდიტის სამსახურის წერილი გააცნოთ ბიუროს წევრებს”, _ ნათქვამია ფირცხალაიშვილის წერილში, რომლის ადრესატიც საკრებულოს თავმჯდომარეა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები დღეიდან ამოქმედდა

რას აცხადებს სახალხო დამცველი არასრულწლოვანი გოგონას გატაცებაზე

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო