ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის პროცედურა გარდაუვალი და ამავდროულად, არასასიამოვნო “მოვლენაა“.
რა იწვევს ხახვისგან ცრემლდენას და რა პროფილაქტიკა არსებობს ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად?!
ხახვი შეიცავს იშვიათ მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც მას სძენს დამახასიათებელ სუნს და ასევე, აღიზიანებენ თვალის ლორწოვან გარსს. სწორედ ამიტომ ხდება თვალებში წვის შეგრძნება და შემდგომ კი ცრემლდენა. თვალებს ამ მთრიმლავი ნივთიერებებისაგან იცავს ცრემლი, მაგრამ მაინც ხდება მათი თვალში მოხვედრა და თუ ეს ხშირად ხდება, აუცილებლად გამოიწვევს ზიანს.
ამის თავიდან ასაცილებლად შემდეგ მეთოდს უნდა მიმართოთ: თუ ხახვს გასუფთავებამდე 10 წუთით საყინულეში მოვათავსებთ, მთრიმლავი ნივთიერებების აქტივობა დაქვეითდება და თვალში თითქმის აღარ მოხვდება. ასევე შეგიძლიათ წინასწარ იქონიოთ გაფცქვნილი დასაჭრელი ხახვი მაცივარში, რომელიც გამოყენების დროს არ გამოიწვევს მძაფრ სუნსა და ცრემლდენას.