პარტია “გახარია საქართველოსთვის“ განცხადებას ავრცელებს.
„რაც ახლა ხდება, არის სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია! ძალადობა მიუღებელია!
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა რადიკალურ და დესტრუქციულ პროვოკაციაში!
ამ მოვლენების უმართავ პროცესებში გადაზრდა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს მტრების ინტერესებშია“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შევიდნენ, სპეცრაზმელებსა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება. სპეცრაზმელებმა მოქალაქეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და იყენებს წყლის ჭავლს.





























































