“ის რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილმა შემოაგდო დიდი ხანია!
პოლიტიკა დაუგდო პოლიტიკურ პარტიებს, ამის უკან კი, თავად, ასე მარტივად ყიდულობს ყველაფერს.
ქმნის, აშენებს თავის პირად კორპორაციას, სადაც დაასაქმებს მოსახლეობის ნაწილს, დანარჩენებს უბრალოდ გაყრის ამ ქვეყნიდან, პოლიტიკური პარტიები კი, დარჩებიან აბსოლუტური დასაყრდენის გარეშე.
რადგან, მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჩამოქცეულია და პრაქტიკულად აღარ არსებობს, ათიათასობით ადამიანი რეგისტრირდება და ელოდება საზაფხულო სამუშაოებს საზღვარგარეთ და კაპიკებზე, 2021 წლის იანვარში მარტო ქართულმა ბანკებმა 113 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს!
ანუ, წინა წელთან შედარებით მოგების მოცულობა 18% -ით გაიზარდეს!
და თუ ხალხის გაძარცვა-გატყავების ხარჯზე არა, მაშინ როგორ ხდება ეს ყველაფერი?!
რის ხარჯზე ამხელა მოგება მაშინ, როდესაც ყველაფერი გაჩერებულია და ხალხი კი გაკოტრებული?!”,_ ამ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს.