“პანდემიის შემდეგ პირველად ჩავედი შვედეთში. გეგონება კორონავირუსმა გვერდზე ჩაუარაო. რა თქმა ასეც არაა, 10 მილიონიან ქვეყანაში 15 000 მდე გარდაცვლილია. ჩვენთან 10 000 ზე მეტი. პანდემიის მართვის შვედური ფილოსოფია ყველასგან განსხვავებულია. თავიდან აკრტიკებდნენ, განსკუთრებით მას შემდეგ, როცა მოხუცთა თავშესაფრებში გავრცელდა და ბევრი ადამიანი დაიღუპა. დღეს ყველა აღიარებს, რომ ,,ლოქდაუნებზე,, უარის თქმა სწორი მიდგომა იყო, მაგრამ ამ ქვეყნისთვის, რადგან ეროვნული ცნობიერების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კანონმორჩილებაა – დაწერილისაც და დაუწერელისაც. ქვეყანაში 83% აცრილია. ჩვენთან რიგებია ტესტის აღებაზე, აცრის პუნქტები ცარიელია. შედეგიც შესაბამისი გვაქვს, ათობით ადამიანის დაღუპვას ყურიც და გულიც შეეჩვია და სტატისტიკად იქცა….
თუმცა არც შვედეთი იყო დალხინებული ქვეყანა გასული საუკუნის 20 – 30 იან წლებში, ალკოჰოლიზმი ეროვნულ ტრაგედიად იქნა აღიარებული, ამ ინერციით, დღემდე მხოლოდ სახელმწიფო აკონტროლებს ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობას. ჩვენ მოლხენა არც პანდემიის დროს შეგვიწყვეტია, რადგან ,,რაც კარგები ვართ ქართველები ვართ…”
ისე მართალია”,_ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურის ყოფილი მერი, “ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა და ფოტოებს ავრცელებს.