“რაც მეტად გადაიხევთ თავზე კანონს, მით მეტად გაგაუთოვებენ”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია წერს. ის სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებას ეხმაურება.
“სასამართლოს” მიერ სააკაშვილის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმება ისეთი ზედაპირული და მასშტაბური უკანონობაა, რომ უკვე კომენტირებაც კი არარელევანტურია. მით უმეტეს, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის საერთოდ გაუქმების კონტექსტში.
რაც მეტად გადაიხევთ თავზე კანონს, მით მეტად გაგაუთოვებენ, რომ იცით, იქ – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, – წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა. ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სამართალდამრღვევად ცნო. ამ გადაწყვეტილებით, მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის სოციალური ქსელებიდან წაშლა.