რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის აზრით, რაც უკრაინაში ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ნამდვილი ომია დასავლეთსა და რუსეთს შორის.
“როდესაც ვსაუბრობთ თუ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის ნამდვილი ომი, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ისინი ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი რუსული – დაწყებული ენიდან, დამთავრებული კულტურით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა უკრაინაში, ისინი ხალხს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო და ამჟამინდელი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლებიც მშვიდობის დამყარების ლოზუნგით აირჩიეს, არჩევისთანავე გადაიქცნენ ომის პრეზიდენტებად, რუსოფობ პრეზიდენეტებად,“ – თქვა ლავროვმა სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიღებულია კანონები, რომლებიც კრძალავს რუსულ ენაზე განათლების მიღებას, რუსულენოვან მედიას, ასევე მისი თქმით, კანონმდებლობა ფაქტობრივად კრძალავს რუსული ენის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
“აკრძალულია რუსულ ენასთან დაკავშირებული ნებისმიერი კულტურული კონტაქტი. ამ ყველაფერს მხარს უჭერს დასავლეთი. ისევე, როგორც დასავლეთი მხარს უჭერს ნეონაცისტების რეგულარულ მსვლელობებს სვასტიკებით, დანაყოფების სიმბოლოებით, რომელიც აკრძალული იყო ნიურნბერგის ტრიბუნალის მიერ”,– თქვა ლავროვმა.
ავტორი