დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს. რომის პაპმა ფრანცისკემ პარასკევს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაახლოებით 2000 ადამიანის წინაშე აღავლინა წირვა.
Euronews-ის ინფორმაციით, თავის ქადაგებაში პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ იესოს „პატარაობაზე“ და დაიმახსოვრონ, რომ ის სამყაროში ღარიბი მოვიდა, სათანადო საწოლის გარეშეც კი.
“სიყვარულის ამ ღამეს შეიძლება მხოლოდ ერთი შიში გვქონდეს: შეურაცხყოფა მივაყენოთ ღმერთის სიყვარულს, უპოვრების მიმართ ჩვენი გულგრილობით. იესოს ძალიან უყვარს ისინი და ერთ მშვენიერ დღეს ისინი სამოთხეში შეგვხვდებიან”, – თქვა პაპმა.