„ჩვენს კამპანიას ავაგებთ საზოგადოებასთან საუბარზე, საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ როგორ ვხედავთ ამა თუ იმ რეგიონის, მუნიციპალიტეტის პრობლემას“,_ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში.
მან სხვა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა ისეთი მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია, როგორც ამას „ქართული ოცნება” აკეთებს და თავიანთი წვლილი შეიტანონ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნვეყოფაში.