კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, იყოს ბედნიერი, თუკი დილით გაიღვიძებს და ის დღე კეთილად ჩაივლის. კეიტი ოცნებობს, რომ, ისევე, როგორც ბავშვობაში, კვლავ დედამ გააღვიძოს დილაობით. მაშინ ის უბედნიერესი იქნებოდა.
სანდრა ბალოკს სიხარულს სოფელში ცხოვრება მოუტანდა – სადმე, ტყის სიღრმეში ჩამდგარ ქოხში. მოუვლიდა ცხოველებს, ძროხასაც კი მოწველიდა.
კირა ნაითლი ამბობს, რომ დიდ სიხარულს მოჰგვრიდა სახლის მშენებლობაზე მუშაობა: ლურსმნების მიჭედება, ფიცრების გაშალაშინება.
კეიტ უინსლეტი ამბობს, რა კარგი იქნებოდა, მხოლოდ დიასახლისობით რომ ვიყო დაკავებულიო. დავდგებოდი გაზქურასთან და უამრავ ორიგინალურ კერძს მოვიგონებდი და თან ვიღიღინებდიო.
ქემერონ დიასის ოცნებაა, ჰქონდეს იმდენი დრო, რომ ხელით რაღაც აქსესუარები, ლამაზი ნივთები შექმნას, შეკეროს ან მოქსოვოს, თუმცა, ალბათ, ჯერ კერვა და ქსოვა უნდა ისწავლოს.