რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სორტული საამქროს მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს.
კომპანიის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული წინადადებები გაფიცული მეტალურგებისთვის მისაღები აღმოჩნდა, შესაბამისად გაფიცვა დასრულდა და სორტულმა საამქრომ მუშაობა განაახლა.
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა ან ჩასაფრება,
2. გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ,
3. ხელფასების მატება მოხდება შემდეგი გრაფიკით:
100 ლ – 2022 წლის 1-ლი ივლისიდან,
100 ლ – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან,
50 ლ – 2023 წლის 1-ლი მარტიდან,
4. აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირი (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა),
5. მოწესრიგდება თანრიგების სისტემა,
6. კვების პროცესის მოწესრიგების მიზნით შეიქმნება კომისია, რომელშიც ჩართული იქნება პროფკავშირი (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა),
7. პროფკავშირთან (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა) გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება,
8. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს, ანუ 2022 წლის 11 ივლისს შედგება წერილობითი შეთანხმება და მხარეთა მიერ მოეწერება ხელი.