სამი და-ძმის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, აუცილებლად დაგაინტერესებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრეში მცხოვრები ნინო, ნუკრი და ნიკოლოზი აგრო რჩევებს იძლევიან.
“ვიდეო მე გადავიღე. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პანდემიის დროს მგონი საინტერესო რჩევებია პატარებისგან”, _ გვითხრა ბავშვების დედამ ნანა ნიკურაძემ.
ნინო, ნუკრი და ნიკოლოზ ადეიშვილები სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.