რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. გარდა ამისა, მას ძალადობის კვალიც აღენიშნება. რძლის თქმით, მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადმოაგდო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოხდა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მომხდართან დაკავშირებით კი გამოძიება სისხლის სამართლის ორი – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული. სისხლის სამართლის დანაშაულს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.