დღეს, დილიდან, ოზურგეთში, ერთი კილოგამ ყველს 15 ლარად ყიდიან.
_დიდი-დიდი, 50 თეთრი დავაკლო. 14, 50 ლარს თუ გადამიხდით, აგიწონით, – ასე ამბობდა თითქმის ყველა გამყიდველი.
მართალია, ყველის გაძვირება, მაისიდან მკვეთრად დაიწყო, თუმცა თუ ერთი კილოგრამი ყველი 15 ლარი გახდებოდა, აქ ამას არ ელოდნენ.
_რძეც გაძვირდა და მაწონიც. ბევრი დამსვენებელია ჩამოსული. ასევე, პირუტყვი, უმეტესად მთაში ჰყავთ გადარეკილი. საოჯახო ბიზნესი რასაც ახერხებს, ესაა. რიგით მოქალაქეებს მოაქვთ ბაზარში ყველი. ზოგი იქვე ჰყიდის. ზოგიც აბარებს…ესაა რეალობა, – გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში.
ასევე გაძვირებულია რძის სხვა სახის ნაწარმიც. ერთი კილოგრამი ნადუღი 6 ლარი ღირს, ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი. ნახევარი ლიტრი მაწონი 1,80 ლარი.
ავტორი