რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას.
ფონდმა უკვე დაიწყო სკოლების რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში.
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში _ 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციას.
გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალის, ლესის, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს.
კახეთის რეგიონში კი რეაბილიტირდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლები
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია; ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.