გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, არჩილ მჟავიას თქმით, დღეიდან ინფორმაციას, თუ რა ხდება კორონავირუსის ირგვლივ გურიაში, სათაო ოფისიდან მოგვაწვდიან.
„ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად არის. კარანტინში და თვითიზოლაციაში კვლავ რჩებიან ადამიანები. მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსის ნიშნები. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონებს შორის გურია პირველია, იმ კუთხით, რომ ვირუსით დაინფიცირებული არ გვყავს. სხვა დეტალები შეგიძლიათ მოიკითხოთ ჩვენს სათაო ოფისში,“_ გვითხრა არჩილ მჟავიამ.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადეობრივი ცენტრის სათაო ოფისს, მაგრამ ამ ეტაპზე მათგან კომენტარის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
სტატისტიკურ მონაცემებს, ჩვენ, მიღებისთანავე მოგვაწვდით.