დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ეპიდსიტუაციის მხრივ ქვემო ქართლშია.
„განსაკუთრებული ყურადღება გვაქვს ქვემო ქართლზე მიპყრობილი. ესაა მარნეულის, ბოლნისის და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტები. გასულ შაბათს გახლდით ამ რეგიონში და გუბერნატორთან ერთად დავსახეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რადგან რეგიონი მთლიანად დაზიანებულია. 198 დადებითი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც მთელი შემთხვევების 33%-ია. ბოლნისში- 117 შემთხვევაა, თეთრ წყაროში- 48 და მარნეულში 33. ამიტომ ამ რეგიონში მოსახლეობის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს. 2000 ადამიანს აქვს პისიარ ტესტი ჩატარებული. ეს რეგიონი მკაცრ კარანტინშია“,_ ამბობს გამყრელიძე.