რეგიონის პრობლემების გასაცნობად ევროპული საქართველოს პრეზიენტობის კანდიდატი სამტრედიაში ჩავიდა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებისგან პირადად მოისმინა ის საკითხები,რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. პრობლემების გაცნობის გარდა დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილთა პრობლემების გადაჭრა, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსებაა. პრეზიდენტობის კანიდიდატის განცხადებით ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად,შურისძიების და ანგარიშსწორების გარეშე უნდა შეიცვალოს. (R)
Developed By Web Features 2024 © All rights reserved