“ლელოს“ დეპუტატობის კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ: “რეგიონში სიღატაკე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არათუ შემცირდა 2%-ით, გაიზარდა კიდეც.“ – თქვა გიორგი სიორიძემ.
მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კატასტროფულ მაჩვენებელზეა რეგიონში მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა.
„2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, გურიაში 5 415 ოჯახი, ანუ 21 322 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18,9 % იღებს საარსებო შემწეობას. ეს არის ეს არის უზარმაზარი რიცხვი და ეს არი არსებული სოციალური კატასტროფის მაჩვენებელი. მაგრამ უფრო დიდი უბედურებააა ის, რომ, დინამიკაში ეს მონაცემი გაზრდილია.
კერძოდ, 2016 წელს გურიაში მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები იყო 5 141 ოჯახი ანუ 18 710 ადამიანი – მთლიანი მოსახლეობის 17.0 %. ანუ, 4 წელიწადში რეგიონში სიღატაკე 2%-ით არის გაზრდილი. კიდევ სხვა დანაშაულია ის, რომ მმართველი ძალა სოციალური დახმარების დანიშვნა/მოხსნის საკითხს ხშირად პოლიტიკური და საარჩევნო მანიპულაციებისთვის იყენებს. ჩემთვის გაუგებარია, მიუღებელია და უბრალოდ პოლიტიკური უტიფრობაა, როცა ამ ფონზე „ოცნება“ საამურ ცხოვრებასა და სოციალური ვითარების გაუმჯობესებაზე საუბრობს“, – აღნიშნა სიორიძემ.
მისი თქმით, „ლელოს“ გურიის ოფისი უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს კონკრეტულ ფაქტებს, როცა საარსებო შემწეობის ბენეფიციარებს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, დახმარება მოეხსნათ. (R)