როგორც “გურია ნიუსს” შეატყობინეს ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ხევის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს ნაცმოძრაობიდან, ანა ბერიძეს ბიულეტენი, რომლითაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისთვის უნდა მიეცა ხმა არ მისცეს.
“სამის ნაცვლად გადასცეს ორი ბიულეტენი, _ უთხრეს “გურია ნიუსს”.
ჩვენ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, თემურ კუტუბიძეს დავუკავშირდით. კუტუბიძის თქმით, შეცდომა დაუშვა კომისიის წევრმა, რომელიც დაწერს ახსნა-განმარტებას და ხარვეზიც გამოსწორდება.