თავის დროზე თბილისში რეიგანის ძეგლის გამოჩენას ყოფილი ვიცე-პრემიერი ავთო მარგიანი სიხარულით შეხვდა.
– რეიგანი დიდი პოლიტიკოსია. მოხარული ვარ, ის რომ აქ იქნება. სიხარულისთვის მე რამდენიმე მიზეზი მაქვს, – განაცხადა ერთ-ერთ ქართულ გამოცემასთან საუბრისას მარგიანმა.
მისი თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მას გვარითაც წააგავს და გარეგნობითაც.
– შევარდნაძემ შეამჩნია, რომ მე რეიგანს ვგავარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა დრაფის პალტო მაცვია. ჩვენი გვარებიც ერთნაირად ჟღერს. რეიგანი და მარგიანი, რაღაც ერთნაირი ჟღერადობა აქვს, – ამბობდა ექსვიცე-პრემიერი.
ბატონი ავთანდილი „ჩინებული პოეტიც“ ბრძანდება და საკუთარი ნიჭი არაერთხელ გამოიყენა. ერთხელ ყოფილი ქართველი პარლამენტარი თავად „დიდ“ ჟირინოვსკისაც დაუპირისპირდა, რასაკვირველია პოეზიის გამოყენებით.
ვლადიმერ ჟირინოვსკიმ სტალინს ლოთების და მრეცხავების ჩამომავალი უწოდა. ამ შეფასებამ სტალინის დიდი ფანი აღაშფოთა. მისი მტკიცებით, ჟირინოვსკი არის „ბოზი-ბუზი“ და მას რუსეთში პატივს არავინ სცემს
მარგიანი ისეთი აღშფოთებული იყო, რომ ჟირინოვსკის სპეციალური ლექსი დაუწერა:
შენს ბაგედან ხშირად გვესმის,
შხამი ფერად-ფერადი.
ჯუღაშვილის მოძულენო
ქაქში ზიხართ ყელამდი.