2024 წელს საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი დამტკიცდა. მათი ამოქმედება კი 2025 წელს არის დაგეგმილი.
ამ რეგლამენტებს შორის არის ავტოსადგურების მოწესრიგების ვალდებულებაც, რომლიც პროცესიც ზოგიერთ სადგურში უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 2025 წელს უნდა დასრულდეს. კერძოდ, ავტოსადგურები აღჭურვილი უნდა იყოს მძღოლის მოსასვენებელი სივრცით, სამედიცინო პუნქტით, საპირფარეშოებით, მგზავრების მოსაცდელი სივრცით, ბაქნებითა და ა.შ. მოთხოვნები ყველა სადგურისთვის მისი ზომისა და ტიპის მიხედვით ინდივიდუალურად არის ფორმულირებული.
ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც მომავალ წელს იგეგმება:
სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო ხდება
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის მომავალი წლიდან საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა სავალდებულო იქნება. ნებართვის აღება 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილებები:
- რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება;
- საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
- სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ.
- განაგრძეთ კითხვა