გურიაში, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად, თუმცა მაინც თოვლიანი იყო სარვამარტო განთიადი.
„ნენაა, რეიზა წუხდებოდი, ამინდო, ამდენი არ იყო საჭირო…“, „ამ სარვამარტოდ მაინც ჩამოყარე ყვავილები“… „ამის უკეთესი პატივცემას კი ვიმსახურებდი, მარა მაინც კაია, დაგვასვენე დღეს, თორემ კი ვიქნებოდით ფოცხვასა და ბარვაში“… „კალთა მიუშვირეთ, კალთა, არ გეზარალოს“ _ასე ხუმრობენ დილიდანვე ერთმანეთთან და ამინდის მისამართიდაც გურული ქალბატონები.
მათ, როგორც აღნიშნავენ, არაერთხელ ახსოვთ, თუმცა ამ დილით მაინც ეუცხოვათ სარვამარტო თოვლი.