თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევის ლოცვის დაწყებამდე, აია-სოფიას ტაძარში ყურანი წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი დილიდანვე შეიკრიბა.
დღეს აია-სოფიას ტაძარში 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმური ღვთიმსახურება სრულდება.
გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ტაძართან 17 ათასი პოლიციელია მობილიზირებული. პარასკევის ლოცვას კი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ესწრება.
როგორც ცნობილია, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოთანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი ოფიციალურად მეჩეთის სტატუსი მიენიჭა.