თურქეთი ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში მთვარეზე მისიის განხორციელებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
,,პირველი მისია მთვარეზე განხორციელდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც გაეშვება ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს საერთაშორისო თანამშრომლობით”, – განაცხადა ერდოღანმა
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ერდოღანი კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამაარსებელს ილონ მასკს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა. ამასთან, იანვარში თურქეთმა დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრი Turksat 5A გაიყვანა.
2021 წლის მეორე კვარტალში ორბიტაზე, კიდევ ერთი თურქული თანამგზავრი ,,Turksat 5B“-ს გაშვებას გეგმავს.