ტაკერუ კობაიაშიმ, ცნობილმა იაპონელმა ჩემპიონმა ქათმის ფრთებისა და „ჰოთ–დოგების“ გადასანსვლაში, ახალი რეკორდი დაამყარა.
ამჯერად იგი საკვებს კი არ მიირთმევდა, სასმელს სვამდა. 2 წუთში მან დალია 42 ფინჯანი უმაგრესი ახლად მომზადებული „ესპრესო“, თანაც რაიმე მისატანებლის გარეშე.
მიუხედავად კოფეინის გადამეტებული დოზირებით მიღებისა, ტაკერუს ამ სახიფათო საქციელის შემდეგ არაფერი დამართია.