ტოკიოს ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციული სუშის მომზადებისას, ორგანიზატორებმა გინესის რეკორდის დამყარებაც გადაწყვიტეს.
მათ “ყველაზე გრძელი სუში” – 120 მ სიგრძის კერძი მოამზადეს.
რეკორდის დასამყარებლად, პროფესიონალი მზარეულების გარდა, ბავშვების მთელი ბატალიონი გახდა საჭირო, რადგან “უწყვეტი” სუშის სწრაფად მომზადება, რომელიც ბევრი წვრილ-წვრილი ნაწილისგან შედგება, პატარა თითების გამო, თურმე ბავშვებისთვის უფრო ადვილია.
ცხადია, სუშის დიდი ნაწილი ისევ ბავშვებს შეხვდათ.