„რეპი უნდა გაკონტროლდეს“, _ აღნიშნული განცხადება Euronews-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ახალგაზრდებში რეპის პოპულარობის ზრდის გამო მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რეპში ნარკოტიკების პროპაგანდა ხდება, რაც ერის დეგრადაციის გზაა.
„რეპი ეფუძნება სექსს, ნარკოტიკებს და პროტესტს. ნარკოტიკების პროპაგანდა საშინელებაა. ის არის ერის დეგრადაციის გზა“,_ განაცხადა პუტინმა.