რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, – განაცხადა გოფოძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.