რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ 33 პაციენტი იმყოფება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ორ პაციენტს ტემპერატურა მცირედით მომატებული აქვს და შესაძლოა მათ კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი ჩაუტარდეთ, თუმცა ჯერჯერობით ეჭვი ან საშიშეოება არ აღინიშნება. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი თავს კარგად გრძნობენ.
გუშინ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარანტინში მყოფმა 17-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი სახლში თვითიზოლირებაზე გაწერილიყვნენ და მათგან 10-მა კლინიკა უკვე დატოვა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.