ტაილანდში, “SONEVA KIRO”-ს კურორტზე შესაძლებელია ხის მწვერვალზე ისადილო, პირდაპირი გაგებით.
მფლობელებს აზრად მოუვიდათ, დიდი დაწნული კალათები, ტყავის ქამრებით ადგილობრივ ეგზოტიკურ ხეებზე მიემაგრებინათ და 16 ფუტის სიმაღლეზე აეწიათ.
ამ ”ბუდეებში” არის მაგიდები და სკამები, რომელზედაც შეგიძლია ისადილო და ულამაზესი ზღვის ხედით დატკბე. ასეთ რესტორანში კერძები უპირატესად, ადგილობრივი ბაღების ორგანული მცენარეული საკვებისგან შედგება.
უფრო მეტიც, ”საჰაერო რესტორნის” კონსტრუქცია მთლიანად ეკოლოგიურია.
“SONEVA KIRI-ში ღამის გატარება 950 დოლარი ღირს. მასში შედის სამჯერადი ”საჰაერო სადილები”, ალკოჰოლი და სამრეცხაო.