ჩინეთში რესტორანი დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 57 ადამიანი გაიყვანეს. შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 21-ს კი დაზიანებები აღენიშნებათ, 7 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 სართულიანი შენობის ჩამონგრევის დროს რესტორანში მყოფი პირები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
შემთხვევა შაბათს დილას მოხდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კი კვირას დასრულდა.
შანქსის პროვინციაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.