ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი სამი ვაჟი გამოჩნდა, თუმცა პროცესიას არ დასწრებია მისი მემკვიდრე და ქვეყნის ახალი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობენ ხამენეის შვილები — მოსტაფა, მეისამი და მასუდი თეირანის იმამ ხომეინის დიდი მოსალას უზარმაზარ ეზოში დასვენებული კუბოების უკან. თუმცა, კადრებში ახალი უზენაესი ლიდერი არსად ფიქსირდება.
სააგენტო წერს, რომ 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებული ერთობლივი დარტყმების შემდეგ, მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ აღარავის უნახავს და არც მისი ახალი ფოტო გამოქვეყნებულა.
არსებული ცნობებით, ის მძიმედ დაიჭრა სწორედ იმ თავდასხმის დროს, რომელსაც მამამისი (ალი ხამენეი) და ოჯახის სხვა წევრები ემსხვერპლნენ. Reuters-ს მოჯტაბა ხამენეის ახლო გარემოცვიდან ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ახალ ლიდერს სახე აქვს დასახიჩრებული, ხოლო ერთი ან ორივე ფეხი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.





































































