საქართველოში UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) ტურნირის ჩატარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ მედიასთან “ფორმულანიუსის” ცნობით, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარეები პროცესზე ინტენსიურად მუშაობენ და, წინასწარი ინფორმაციით, ისტორიული ღონისძიება მომავალ წელს იგეგმება.
„რაც შეეხება საქართველოში UFC-ის ჩატარებას, ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა როგორც საქართველოს, ისე UFC-ის მხრიდან. როგორც ვიცი, ეს იქნება შემდეგ, 2027 წელს, გაზაფხულზე. ვნახოთ, იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ტურნირზე ჩვენი ქართველი მებრძოლები გამოვლენ. იმედი მაქვს, მეც ვიბრძოლებ და სხვა ქართველი სპორტსმენებიც შემოგვიერთდებიან“, — აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
საქართველოში UFC-ის ტურნირის შესაძლო მასპინძლობაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქართველმა მებრძოლებმა ორგანიზაციაში უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს და ჩემპიონობის ქამრები მოიპოვეს.





































































