დღეს, 5 ივლისს, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ისინი კლინიკაში გაიყვანეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში განგვიმარტეს, ოთხი დაშავებულიდან ორი კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა, ორი პაციენტი კი მათ კლინიკაში რჩება.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება შუქის ანთების დროს მოხდა.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს თანამშრომლები მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიებია სსკ-ს 2401 ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა.
































































