ავღანეთის უშიშროების ძალებმა ალ-ქაიდას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი მოკლეს, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილი ტერორისტების სიაში იყო, _ ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა კრის მილერმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი ტერორისტული ორგანიზაციის დიდი მარცხია.
REUTERS ინფორმაციით, ალ-მასრი ალ-ქაიდას რიგით მეორე ლიდერი იყო, რომელიც ღაზნის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
როგორც გამოცემა წერს, ალ-მასრის აშშ-ში უცხო ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებასა და აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობის შეთქმულების გამო ჰქონდა ბრალი წაყენებული.