აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა, – ინფორმაციას Reuters-ი ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე მისი გუნდის მიერ დახატული სურათისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი ანგარიში სექტემბრის ბოლოთი თარიღდება.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის მტკიცებას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.





























































