კიევთან წიაღისეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს ვაშინგტონმა წამოჭრა საკითხი უკრაინისთვის სტარლინკის სისტემაზე წვდომის შესაძლო შეწყვეტის შესახებ._ იუწყება Reuters.
წყაროების ცნობით, ეს საკითხი მას შემდეგ გაჩნდა დღის წესრიგში, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უარი თქვა სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.
უკრაინის Starlink-ზე წვდომის საკითხი ასევე დაისვა ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შორის შეხვედრაზე, ხუთშაბათს, 20 თებერვალს,.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ თქვა, რომ უკრაინას „გარდაუვლად“ გაეთიშება სერვისები Starlink-ზე, თუ სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
„უკრაინა Starlink-ზე მუშაობს. ისინი მას ჩრდილოეთ ვარსკვლავად მიიჩნევენ. “სტარლინკის დაკარგვა დიდი დარტყმა იქნება”, _ თქვა სააგენტოს წყარომ.
უკრაინის საელჩო ვაშინგტონში, თეთრი სახლი, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი და SpaceX, რომელიც მართავს Starlink-ს, Reuters-ს კომენტარს არ აძლევს.