72 წლის ვეტერანი რევაზ მაღულარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში ცხოვრობს.
როგორც ბატონი რევაზი გვიამბობს, ომში პირველად სრულიად ახალგაზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან აღმოჩნდა. ვალმოხდილმა ჯარისკაცმა რაიონის მილიციის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და მთელი სიმძიმით გამოსცადა ძმათა შორის სისხლისღვრის რთული დღეები. იგი იბრძოდა ე.წ. ექსტრემისტების დაჯგუფებასთანაც. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს დაკარგა ცალი თვალი და სმენა.
ახლა ბატონი რევაზი პენსიონერია და შინამეურნეობითაა დაკავებული.
(R)