ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი, რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი.
რეზო ესაძე 1934 წლის 18 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში დაიბადა.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიია ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან „ქართულ ფილმში“.
1980 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე გახდა, 1986 წელს საქართველოს სახალხო არტისტი, ხოლო 1994 წელს ღირსების ორდენი მიიღო.