რეზი გუძუაძე სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა.
რეზი წინა წელსაც მონაწილეობდა აღნიშნულ პროექტში, შარშან ფინალამდე მივიდა. წელს კი საბოლოოდ მიაღწია სასურველ შედეგს და მომდევნო სასწავლო წლის გატარება სამტრედიელ ახალგაზრდას ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში მოუწევს.
პედაგოგების დახასიათებით, რეზი გუძუაძე სანიმუშო მოსწავლეა, რომელმაც ასეთ წარმატებას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.
,, რეზი გუძუაძე მიზანმიმართული, შრომისმოყვარე ახალგაზრდაა. სკოლის ადმინისტრაციასა და თანატოლებში საუკეთესო ავტორიტეტით სარგებლოს. სწავლაზე მოტივირებულმა ახალგაზრდამ იცის, რა უნდა და როგორ უნდა აკეთოს,”- განაცხადა ჟურნალისტებთან სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა მანჯგალაძემ.
ავტორი