უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საგანგებო სხდომაზე თავდაცვის მინისტრების დონეზე და აღნიშნა, რომ კრემლი გადავიდა ტერორისტულ ტაქტიკაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობით, განადგურებითა და სისასტიკით ბლიცკრიგის ტაქტიკის მარცხის შემდეგ.
ukrinform-ის ინფორმაციით, მინისტრის თქმით, კრემლი 21-ე საუკუნის კოლექტიური ჰიტლერია.
„კრემლი 21-ე საუკუნის კოლექტიური ჰიტლერია. ეს არ არის მეტაფორა ან გადაჭარბება. სიტყვების, განცხადებების, განზრახვების გამოცხადების დრო გავიდა. მოქმედების დროა. ახლა არის ძლიერი გადაწყვეტილებების დრო, რომლებიც ჩამოაყალიბებენ ახალ მსოფლიო წესრიგს“, – ხაზგასმით აღნიშნა რეზნიკოვმა.