ჩოხატაურში რეზო მარკოიძეს ყველა იცნობს. დიდი წარდგენა არ სჭირდება ამ შრომისმოყვარე ბიჭს, რომელიც გათენებიდან გვიან ღამემდე, ხილ-ბოსტნეულის საკუთარ მაღაზიაში, ჩვეული ხალისით ემსახურება ჩოხატაურელებს დედასთან ერთად. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ რეზო სხვა საქმეებითაცაა დაკავებული _ ამჯერად იგი გურულებისთვის ახალი წლის მთავარ ატრიბუტს, ჩიჩილაკს აკეთებს. თავისი მაღაზიის წინ გასაყიდად გამოფენილი სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვანაირად მორთული ჩიჩილაკებიც მისი დამზადებულია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved