ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა.
დღის წესრიგში ერთი საკითხი იყო _ საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილება დაამტკიცა.
საკითხის: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ოზურგეთის საკრებულოს დადგენილების მიღების თაობაზე,“ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.
ის საკრებულოს წევრებს ესაუბრა დადგენილების მიღების მიზეზებზე, პრობლემებზე, რომლის გადაჭრასაც ისახავს მიზნად დადგენილება, დადგენილების პროექტის მოსალოდნელ შედეგებზე, ბიუჯეტის პარამეტრებზე. კერძოდ, გაიზარდოს 2024 წლის ბიუჯეტი .სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 2 532 000 ლარით.
როგორც წინა, მორიგ სხდომაზე დამტკიცდა, ოზურგეთის 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრული იყო 78 108, 76 ლარით.
ახლა კი, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის გადასახდელები და შემოსულობები რაკი 2 532,0 ათასი ლარით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ოზურგეთს ბიუჯეტი 80 640,76 ლარით განისაზღვრა, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდა.
სხდომაზე, რომელიც საბოლოო იყო 2024 წელს, დადგენილება ერთხმად მიიღეს.
ავტორი